saWmeli sokoebi - mWada soko

Домен: Эукариоты
Царство: Грибы
Отдел: Базидиомицеты
Класс: Агарикомицеты
Порядок: Руссуловые
Семейство: Сыроежковые
Род: Млечник
Вид: Рыжик настоящий
Международное научное название: Lactarius deliciosus

 

მჭადა სოკო - (ინგ. Lactarius deliciosus) (რუს. Рыжик настоящий)

სინონიმი: უცნობია.

Lactarius deliciosus ცნობილია ზაფრანას რძიანა სოკოს და წითელი გირჩისებრი სოკოს სახელწოდებით. ეს სახეობა Russulales- ის გვარის, Lactarius ოჯახის ცნობილი, დიდი ზომის რძიანა სოკოების წარმომადგენელია. ეს სახეობა ევროპაში გვხვდება, შემთხვევით კი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა და წიწვოვანი ხეების ქვეშ და გირჩისებრთა პლანტაციებში იზრდება. რომის ქალაქ ჰერკულანეუმში არსებულ ფრესკაზე Lactarius deliciosus არის გამოსახული, რაც ხელოვნებაში სოკოს აღმნიშვნელი ერთ- ერთი ყველაზე ადრეული ნამუშევრია.

ტაქსონომია
ეს ფაქტი ცნობილი იყო ლინეუსისთვის, რომელმაც 1753 წელს Species Plantarum- ში ოფიციალურად აღწერ ეს სახეობა და მას Agaricus deliciosus-ის სახელწოდება მიანიჭა. კონკრეტული ეპითეტი ლათინური სიტყვიდანაა წარმოებული, რაც " გემრიელს" ნიშნავს. გადმოცემის თანახმად, შვედმა ტაქსონომისტმა ამ სახეობას სახელი მისი დაყნოსვის შემდეგ მიანიჭა, რადგან ჩათვალა რომ ის ისეთივე გემრიელი იქნებოდა, როგორც ხმელთაშუა ზღვის რძიანა სოკო. 1801 წელს ჰოლანდიელმა მიკოლოგმა  კრისტიან ჰენდრიკ პირსუნმა lactifluusin სახელწოდება დაამატა, შემდეგ კი ინგლისელმა მიკოლოგმა სამუელ ფრედერიკ გრეიმ ამ სახეობის ოჯახის დღევანდელი სახელწოდება Lactarius-1821 წელს თავის ნაშრომში ბრიტანული მცენარეების ბუნებრივ კლასიფიკაციაში- შეიტანა.

სოკოს ამ სახეობას ზაფრანის რძიანა სოკოს, წითელ გირჩისებრ ან ინგლისში მარტივად, გირჩისებრ სოკოს უწოდებენ. ალტერნატიული ჩრდილო ამერიკული სახელი ნარინჯისფერი ლატექსის რძიანა სოკოა. ესპანურად მას სხვადასხვა სახელი ჰქვია (níscalo, nícalo, robellón...). ჩვეულებრივ სოკოს შეგროვება ოქტომბერში, აგვისტოს წვიმების შემდეგ ხდება.   რუმინეთში მას Rascovi- ს უწოდებენ და შემოდგომაზე ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში აგროვებენ.

აღწერილობა

Lactarius deliciosus-ის სტაფილოსფერი ქუდი ამოზნექილი და ლარნაკის ფორმისაა, ახალგაზრდა მცენარეს 4-14 სმ (1.5-5.5 ინჩი) ზომის ქუდი აქვს, ხშირად მასზე კონცენტრული წრეების სახით უფრო მუქი სტაფილოსფერი ხაზები იკვეთება. ქუდი ხშირად მშრალია, თუმცა სველ მდგომარეობაში წებოვანი ხდება. მას ერთმანეთთან ახლოს მიზრდილი ფირფიტები და სტაფილოსფერი ზოლები გააჩნია, რომელთა სიგრძე 3-8 სმ, სისქე კი 1-2 სმ. შეხებისას სოკოს მუქი მწვანე ლაქები უჩნდება. ახალგაზრდა მცენარე ნარინჯისფერ- წითელ ლატექსს ან " რძეს" გამოყოფს, რომელიც ფერს არ იცვლის.

ჩრდილოეთ ამერიკაში ეს სახეობა ხშირად Lactarius rubrilacteus სოკოში ეშლებათ, რომელიც ლურჯად იღებება და წითელ ლატექსს გამოყოფს. ეს უკანასკნელიც საკვებად ვარგისია.

გავრცელება

Lactarius deliciosus წიწვოვანი ხეების ქვეშ, მჟავა ნიადაგებზე ხარობს და თავის მასპინძელ ხესთან მიკორიზულ კავშირს ქმნის. ეს სახეობა დამახასიათებელია სამხრეთ პირინეის ნახევარკუნძულისთვის, სადაც ხმელთაშუა ზღვის ნაძვნარის ქვეშ იზრდება. ასევე გვხვდება ხმელთაშუა ზღვის აუზში, პორტუგალიაში, ბულგარეთში, ესპანეთში, საბერძნეთში, იტალიაში, კვიპროსში, საფრანგეთში და აშ. სოკოს ამ სახეობასა და L. deterrimus- ს ერთად აგროვებენ და ყიდიან სამხრეთ- დასავლეთ თურქეთის პროვინციასა ( იზმირი) და სამხრეთ სანაპიროს ანტალიის პროვინციაში.

კვიპროსზე, Pinus nigra და Pinus brutia სტყეებში დიდ სიმაღლეზე დიდი რაოდენობით Lactarius deliciosus ხარობს, მის მოპოვებას ადგილობრივები დიდი მონდომებითა და გამბედაობით ცდილობენ, რადგან სოკოს ეს სახეობა ადგილობრივ დელიკატესებს შორის ძალიან ღირებულია.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შეგროვებული ნიმუშების დნმ- ის ანალიზით მიკოლოგებმა დაადგინდეს, რომ L. Deliciosus ცალკეულ ევროპულ სახეობას მიეკუთვნება და ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის სახეობებისგან გენეტიკურად, მორფოლოგიურად და ეკოლოგიურად განსხვავდება. მოხსენებების მიხედვით ეს სახეობა შეტანილია ჩილეში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, სადაც pinus radiata- ს პლანტაციებში იზრდება.

ბევრი იტალიელი, პოლონელი, უკრაინელი და სხვა აღმოსავლეთ ევროპული წარმომავლობის ადამიანი სოკოების შესაგროვებლად შემოდგომის წვიმების შემდეგ, სააღდგომო პერიოდს არჩევს.

Lactarius deliciosus ძალიან პოპულარულია რუსულ სამზარეულოში, სახეობისთვის ხელშემწყობ პირობებს ციმბირის წიწვოვანი ტყეები ქმნის. სოკოებს აგვისტოში, ადრეულ ოქტომბერში აგროვებენ, მათ ტრადიციულად შუშავენ, ამარილებენ ან ამწნილებენ.

საკვებად  ვარგისიანობა
Lactarius deliciosus-ს პირინეის ნახევარკუნძულზე მასიურად აგროვებდნენ, განსაკუთრებით კატალონიის ჩრდილოეთ ნაწილში. მას ესპანურ და კატალოგიურ სამზარეულოში იყენებენ. ერთ- ერთი რეცეპტის მიხედვით სოკო მსუბუქად უნდა გაირეცხოს, ქუდებით ზეითუნის ზეთში მცირე რაოდენობით ნიორთან ერთად უნდა მოიხრაკოს და მასპინძლობისას ზეითუნის ზეთი და ოხრახუში დაემატოს. იგივე რეცეპტის მიხედვით, სოკოს მომზადებისას კარაქის გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია. უფრო მოშორებით ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში ეს თვისება პროვანსალური სამზარეულოსთვისაა დამახასიათებელი.

ამ სოკოს პოლონეთშიც აგროვებენ, სადაც მას ტრადიციულად კარაქთან, ნაღებთან ერთად ამზადებენ ან ამარინადებენ.

რუსულ სამზარეულოში ამ სოკოებს ტრადიციულად დამარილებით ინახავენ.

ინდოეთში სოკოს ეს სახეობა ეთნიკური ტომების მიერ ათი ყველაზე ფართოდ მოხმარებადი სოკოსგან ერთ- ერთს წარმოადგენს. კვიპროსში მათ ნახშირზე წვავენ, ზეთისხილითა და ლიმონით, ან მწარე ფორთოხლით ამარინადებენ, შესაძლოა მათი წითელ ღვინოში, ხახვთან ერთად მომზადება.

ზოგიერთი ძველი სახელმძღვანელოს მიხედვით ზაფრანის რძიანა სოკო ხრაშუნა სტრუქტურის მქონე სახეობად მოიაზრება. უფრო მეტიც, სახელწოდების მინიჭებისას მიკოლოგებს ეს სახეობა Lactarius sanguifluus-ში შეეშალათ, რაც სასიამოვნოდ ხრაშუნა სოკოა. დღესდღეობით, მიკოლოგები Lactarius sanguifluus-ს უფრო დიდ პატივს სცემენ ვიდრე მის მიმბაძველ Lactarius deliciosus- ს.

დიდი რაოდენობით Lactarius deliciosus-ის გამოყენებამ შესაძლოა შარდის ფერის შეცვლა და მისი ნარინჯისფერი/ წითელი შეფერილობა გამოიწვიოს.